კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 17:18

 

 

 

ერთად დადიან! -

- იტყვის მავანი

და გვერდს ჩაუვლის

ორი შეშლილი -

- ლექსი, ჩემსავით

ამპარტავანი,

მე, სუსტი ყველა

ჩემი ლექსივით.


სარკესთან ისევ

პირისპირ დავრჩი,

როგორ დამეტყო

შფოთი და დაღლა,

ვერ მოვიშორე

მათხოვრის ჩაჩი,

ვერ მოვიშუშე

მასხარის დამღა...


ნეტავი ცოტაც

გამაძლებინა,

ზაფხული ქშინავს

სიცხის დილემით,

ლარზე გაბმული

ნაგაზებივით

წრეებს უვლიან

სახლებს ჩრდილები...


სულ პაწაწინა

ლაქა ვარ მელნის,

ისევ ღრუბლიან

ფურცლებს ვეჩვევი,

გალუმპული მაქვს

წვიმებით მხრები

და გუბეები

დამაქვს პეშვებით....


ბილიკს შეაცვდა

ჩემი ღიმილი,

მაკრთობს საწუთროს

სახე ტიალი,

და მონანიე

პილიგრიმივით

ლექსიდან ლექსში

დავხეტიალობ...


შენიღბულია

ისევ დარბაზი,

ისევ ღიმილი

მტკივა ბაგეზე,

და შიშით ხელში,

როგორც ჯამბაზი,

ისე გავდივარ

სიტყვის ბაგირზე...


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - სოსო ნადირაძე  • • •   სოსო ნადირაძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ