სახეს დამანჭავს, თმებს აიშლის, თვალებს მილულავს, გულს, როგორც მარტივ სათამაშოს ნორჩებს გაუწვდის, არ გამოიხმობს ბნელეთიდან ძალებს იდუმალს მოხუცი-ბავშვი მოყვარული აურზაურის…
დიდი მაესტრო ჭრელ სამოსში გამოწყობილი, ათასი შუქის ელვარება მზერას მოსტაცებს, ბედისწერის ხაზს გაუყვება, როგორც ცდომილი…
რომ გაუღვივოს სიამაყე მოდგმას ადამის, მათხოვრის ხონჩას მიიმაგრებს ძონძის ქამართან, ბანჯგვლიან ხელით სასაცილოდ დათვლის ათამდის…
არ დასჭირდებათ მის თვალებში ძიება სიღრმის და როცა კოჭლი უკანასკნელ ცეკვას იცეკვებს, ტაშს დაუკრავენ კაცს უნიღბოს, კაცები ნიღბის… |
პოეზიის გვერდი • • • • • • სოსო ნადირაძის პოეზია |