წაწადაში ხელაობით კალმახები მაჭერინე, დაგიკოცნი არაგვისფერ თვალებს - ფართოდ გახელილებს. თამარღელეს საოცნებოს რა დაგვილევს ახალ-ახალს, ახადიდან ცას ხელს უწვდი, ხორციელი აღარა ხარ… დაღმა მიჭირს - ალაგ-ალაგ დეკიანში დავისვენოთ, ჩემო ახდენილო ნატვრავ, სიხარულო ხვალინდელო… ჩამოვალთ და რა დამილევს ლექსებს, ყელში გაჩხერილებს, წაწადაში ხელაობით კალმახებად მაჭერინე… ჩე-მო!.. სიყრმის დროინდელი ოცნებების მასპინძელო… |
პოეზიის გვერდი • • • • • • მარიამ ხუცურაულის პოეზია |