კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი 2024 04:18

 

 

 

უკვე თენდება... მერამდენე წერილს გიგზავნი. 

ცა აღარ მალავს ჩადრგადაცლილ ჭორფლიან სახეს. 

ჭიქა არაყი, სიგარეტი და შენ, მიზანი,

რომელიც, ჯერაც გაუგზავნელ ამ ფურცლებს დახევს.


ჩემი გროტესკი, გზასაცდენილ ფილაქანს ხვრეტს და

მსურს, უცნაური სიუჟეტით მალე დაგშორდე,

ეს ნაწერებიც, ბინადარნი, ბიბლიურ ხეთა,

მინდა, გაცვეთილ ტკივილების მოთქმას ახშობდეს.


დღეს მერამდენედ გადავყარე სავსე საფერფლე. 

და სასმელისგან თავბრუსხვევის ცეტი მეწყება. 

ახლა ჩემს სტუმარ აზაზელოს ისე ვაბოლებ, 

რომ გადამწვარი სიყვარული დაიმეწყრება.


მალე ორივე, გადავისხამთ ძილში მადერას,

რადგან იქ შენი ასტრალური სული ბინადრობს,

გახსოვს?! წუხელის დაგვიძახა ღამის შარდენმა

რომელიც უკვე, ჩვენს გარეშეც ჰგავდა მინათრობს.


ო, ძველებურად გამეხლართა შენს თმებში მთვარე...

წერილები კი, დასტა-დასტა ცვივა წაშლილი,

გახსოვს?! ლიფტისას, არ ვაცდიდით დახურვას კარებს,

და ჩაცმულებიც, შიშვლებს ვგავდით, გრძნობააშლილნი.

 

ახლა კი, წავალ! გრანელისგან ვისწავლი სიკვდილს,

რომ ცეპეშივით შენი ცხელი სისხლით დავითვრე.

უკვე დაღამდა, წავუკიდე ასანთი ფითილს,

და უშენობის მერამდენე ღამე გავრითმე.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ნანა ცინცაძე  • • •   ნანა ცინცაძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ