კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 15:55

 

 

 

გაზაფხულია! რა უცნაურად

მკვდრეთით აღმდგარი ზეიმობს მიწა!

რა სასწაულით, რა ჯადოსნურად

ვიღაც სიცოცხლეს მალავს და იცავს!

რატომ ან რისთვის?  მესმოდეს მაინც

გამჩენი ვარსკვლავს რას ეუბნება,

ან რისთვის ცრემლი ლომ-კაცს და რაინდს

ზოგჯერ დასცემს და დაეუფლება?!

რატომ ან რისთვის? მინახავს, მუხთლად,

ჯიხვი კლდოვანში გადაჩეხილი,

და მეხ-გრიგალით მოთხრილი მუხა

უფსკრულის ნაპირს გადაწვენილი!

რატომ ან რისთვის? ერთო და კარგო,

არ ვიცი, რა ვთქვა, რა გიპასუხო!

ბედ-იღბლის წიგნის ფურცლები სდუმან...

სჯობს ფოთოლთ გაშლას ვეწვიოთ სტუმრად,

ვიდრე სიტყვებით ჩუქურთმა ვქარგო!

ო, ყოველივე არ ითქმის სიტყვით!

რა ვკითხო მზეს ან მომღერალ ბაღებს,

ვაზებს ან ვარდებს დარბეულს სეტყვით?

მინდვრის ყვავილნარს რა ვკითხო იმ დროს,

როცა მაისი ქარიშხლით ავდრობს?!

რატომ ან რისთვის? ნუ მკითხავ, კარგო!

რად გსურს სიტყვები ვძერწო და ვქარგო,

ზოგჯერ, სიკვდილიც არის ადვილი!..

სჯობს ფოთოლთ გაშლას ვეწვიოთ სტუმრად,

რომ ამ სიცოცხლის წიგნი გაშლილი,

გადუკითხავად დავხუროთ ჩუმად!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - კოლაუ ნადირაძე  • • •   კოლაუ ნადირაძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ