კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 23 ოქტომბერი 2024 00:57

 

 

 

ო, იდუმალო...

ო, უხილავო -

საოცნებოა ის, რაც არ არი, -

ჩემზე ვინ იტყვის, რომ ულხინდაო,

რომ არ ჰქონდაო გული ალალი?


სწორედ იმიტომ უნდა გიწამო,

რომ ხარ თუ არა, იცის არავინ,

მაშ, ისე როგორ გარდავიცვალო,

რომ არ მჯეროდეს ღრუბლის კარავი?


და თუ სიცოცხლეს ვეტრფი შენმიერს

სიკვდილიც დადის -

მისი მპარავი

და მწამს, თუნდ წამით

იმ დღეს მშვენიერს

შენ ჩემთან მოხვალ დაუფარავი.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზიის გვერდი - მარი აბრამიშვილი  • • •   მარი აბრამიშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ