კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 14 მარტი 2025 22:00

 

 

 

ტოროლა რომ ღამის მეხრის

ხმაწკრიალა მამალია...

ეს მერცხალი მასზე უფრო

სხვაზეც უფრო ფრთამალია.


მისი უცხო შორი გზები

კვნესა-ცრემლით სავალია

სხვისი მხარე უდაბნოა,

ხრიოკი და ტრამალია.


ვით კაცისთვის

უცხოდ ყოფნა

მოთქმაა და ვალალია...

თანაგრძნობის სიტყვა

სულზე

წაცხებული წამალია.


რაც მე მათზე მიფიქრია,

წრფელია და ალალია...

ცოტა დაღონების მეტი

ამ ლექსს სხვა არ ავალია.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ანზორ აბულაშვილი  • • •   ანზორ აბულაშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ