კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 14 მარტი 2025 22:06

 

 

 

ნუ ვინ იტყვის შაირს ხოტბად...

ლექსი უნდა ლოცვად გწამდეს

რომ ტკივილი სულის შენის,

მაგ მუხლმოყრით დაგიამდეს.


ლექსი ხშირად გახელებულ

შეყვარებულს უნდა ჰგავდეს,

და მიჯნურის დანახვისას

გული ელდით შეუქანდეს;


იგი მუდამ გაზაფხულის

მახარობელს უნდა ჰგავდეს,

განთიადზე მოწკრიალე

ცისკრის ზარებს შემოჰკრავდეს.


მართლის გამცემ - იუდასთვის

სილის გაწნას უნდა ჰგავდეს,

სახლის კარი შეუმტვრიოს,

სახლშიც უნდა შეუვარდეს.


მაგრამ მაინც უპირველეს

მეამბოხეს უნდა ჰგავდეს

და ბორკილის დაცამლეწის

რკინის გული უფეთქავდეს.


ნუ ვინ იტყვის შაირს ხოტბად...

ლექსო, უნდა ყვავილს ჰგავდე

და ჭკნებოდე ეშმაკისთვის

ზოგჯერ სულის მიყიდვამდე.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ანზორ აბულაშვილი  • • •   ანზორ აბულაშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ