კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 05:03

 

 

 

გადაწყვეტილი მქონდა ღალატი,

შენი ღალატი, არც გიმალავდი.


ჩავცილდი კედელს, მოწნულს სუროთი,

შენ მიყურებდი, არ მემდუროდი.


ასე გულგრილად უმზერენ ავდარს...

ცხადსაც გავდა და სიზმარსაც გავდა.


ის დღე, ის წუთი, შხამით ნალესი,

გარეუბანი. უცხო ალერსი...


აფეთქებული გულის დუღილი,

უფლის დადგმული მძიმე უღელი...


ფეხზე ვიდექი ძალისძალათი,

თავგზას მირევდა შენი ღალატი.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ემზარ კვიტაიშვილი  • • •   ემზარ კვიტაიშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ