კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 09:41

 

 

 

ღვთისმშობელო დედაო,

დაგკვლევ ცისკარზედაო,

შენს სხივს ამგზავრებული

ლექსად შემოგბედავო...

მადლიმც გაგიმრავლდება

კალთა-უბეზედაო,

ჩვილიმც გაგიბრწყინდება

მაცხოვნებელ მზედაო.

ვარდიმც აგიყვავდება

სავალ ბილიკზედაო...

ჩემი სამოსახლოა,

რასაც ირგვლივ ხედავო.

საბრძანებელს მოგიწყობ

ჩრდილოს კუთხეზედაო,

ჯეჯიმ–ფარდაგთ დაგიფენ

შიბ–ნაქარგით ზედაო,

თაფლის სანთლებს აგინთებ

ქადა-პურებზედაო, -

თვალი მზირედ გეჭიროს

ამ კარ-ფუძეზედაო.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მარიამ ხუცურაული  • • •   მარიამ ხუცურაულის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ