კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი 2024 04:53

 

 

 

გათოვდა, ჩემს მარტში გათოვდა,

ამივსო სული და თვალები,

სავსეა ქუჩები მარტით და

მარტივით ლამაზი ქალებით.


თოვს და თოვს, აავსო თბილისი,

ნეტავ, თუ გამოიამინდებს,

ვიცი, მეც მარტს ვგავარ შარიანს,

რა მინდა, კაცი ვერ გამიგებს...


მარტის ამინდივით ვიცვლები,

ნიღაბზე კვლავ ნიღაბს ვიკეთებ,

ძლივს მიძლებ, ძლივს მიძლებ და მაინც

სხვისთვის ფიქრადაც ვერ მიმეტებ...


თოვს, მარტი ან როგორ გაივლის,

ჩვეულად არ გამოურიოს,

ჩემშიც ხომ ის ქალი გაგიჟებს,

ფიქრს რომ არ გაკლებს და კურიოზს...


თოვს და თოვს, ტაროსი გაგიჟდა,

დაგვწამლა მზისაგან მთვრალები,

მე ვიცი, რად გიყვარს მარტი და

მარტივით "შეშლილი" ქალები!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მარიამ ხუცურაული  • • •   მარიამ ხუცურაულის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ