ცხოვრების ზღვაო, არ განასხვაო დღისა და ღამის ბრუნვა უცვლელი. გთხოვ, დაახვავო ვრცელ სასაფლაოს ცაცხვის ფურცელი.
მშობელ კუთხეში, ააშრიალე ყველა საფლავი, და ჩემს უბეში ჩასვი ბარტყივით სატრფოს ვარსკვლავი.
არ გავღარიბდე, არ ჩამომენგრეს მამულში სხვენი, მრუდე საწუთროს ავხადე რიდე, ბედს გავურბი და მიმაფრენს ცხენი.
მომსდევს სიონი. მივქრი,სირბილში მტკვარს ვეჯიბრები. გუმბათს მიაგავს ვრცელი ციონი და ჩამქრალ სანთლებს - ჩემი ფიქრები. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |