შენს ეზოში კალო ირმებს ვალეწვიე, რქებს მივაკარ ყვავილები ჭრელი. კევრს შევახტი, ჩამავალ მზეს დავეწიე, ბარჩხალა მზეს თითქო ვტაცე ხელი.
ხოხბისფერი პატარძალი მშველის. შენ შრომის ხვავს, პატარძალო, მაზიარე, რძე შემასვი ჯეირნის და შველის.
რა ლამაზად განტოტილან რქები! შენ კალოზე ფეხშიშველი მესიზმრები, ცხადში ხარ და სიზმარივით ჰქრები.
ატენის მთებს შეღამება ქუფრავს. ქვევრი გახსნეს, თონით მთვარე ამოფრინდა და ნისლივით ორთქლი ასდის სუფრას.
ირმები კი მთაზე ბალახს ძოვენ. შენს ეზოში კალო ირმებს ვალეწიე და ატენშიც მომავლის გზა ვპოვე. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |