კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 06:57

 

 

 

სულგაძარცვული და ეული შემოვრჩი სოფელს,

ხორცთან ჭიდილში, ამორძალურ სულის თარეშში,

აზანზარებდა ზეცის რისხვა მიწიერ ყოფას

და შეშინებას უტოვებდა მავანთ თვალებში.


მაინც ვიდოდი სიჯიუტით თავნება ქალის,

ბილიკს გასდევდა სისასტიკე სისხლის ზოლივით,

ამდევნებოდა შიშნარევი არმოსვლა ხვალის

და სულსწრაფობით გაქვავება ლოტის ცოლივით.


ყალბად ვიჩქარე, შებინდება დგებოდა მაშინ,

ჰაერს კაწრავდა შემზარავად აწვდილი ალი,

სიკვდილნაკოცნი ნანგრევები ცვიოდა ზღვაში

და ვაჰმე, შენსკენ მახედებდა უძღები თვალი...


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მანანა ფრუიძე  • • •   მანანა ფრუიძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ