როცა გეძახი, როცა მინდიხარ, როცა გენდობი და როცა გელი, ჩემგან ყოველთვის მაშინ მიდიხარ და გამოწვდილი მირჩება ხელი.
როცა მოგდევ და შენობას ვნატრობ, ვიღაცას სწორედ მაშინ მიჰყავხარ და ჩემი წილი ალერსით გათრობს.
როცა გიჩოქებ, როცა ვენთები, მაშინ დუმილის ზღურბლზე აბიჯებ და ცრემლად დამდის წვიმის წვეთები.
როცა გნებდები, როცა მინდიხარ, როცა ვიჯერებ, ჩემს ყოფას შვენი, ჩემგან ყოველთვის მაშინ მიდიხარ. |
პოეზიის გვერდი • • • • • • მანანა ფრუიძის პოეზია |