მენატრებოდი და არტახებს იგლეჯდა მკერდი! გიხმობდი ჩემად, ზესურვილი დიოდა ტანში, აწყვეტილ გრძნობებს მოცახცახე სუნთქვაში ვტევდი, ვნების ჭენებას თოხარიკით მივდევდი კვალში.
გათრობდი უხმოდ სხეულიდან დაწურულ ჟინით, ალმურს ვახვევდი დასაკოცნად მიბნედილ თვალებს და ასე შენში გადმოცლილი ვრჩებოდი დილით.
გიკრავდი სუნთქვას ბაგეებზე დამცხრალი ქალი, მომცრო ოთახში გარიჟრაჟის სიგრილე თრთოდა და ბედის სანთელს უმოწყალოდ მიქრობდა ქარი... |
პოეზიის გვერდი • • • • • • მანანა ფრუიძის პოეზია |