კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 06:35

 

 

 

ზეცა გაცრეცილ სიცოცხლეს ჰგავდა, 

ქუჩებს ფარავდა ყვავილთა მტვერი, 

უხმოდ ვიდექი სამოთხის კართან, 

სულგაყინული და ბინდისფერი.


იწონებოდა მადლი და ცოდვა, 

იზომებოდა სიტკბო და სევდა, 

მე სიყვარული მჯობნიდა ცოტას 

და ჯოჯოხეთის აჩრდილი მდევდა.


და მთავრდებოდა ცხოვრება ასე, 

იყო ტკივილი განუკურნელი, 

იყო ლოდინი,იმედით სავსე 

და ხორხოცობდნენ საუკუნენი.


ზეცა გაცრეცილ სიცოცხლეს ჰგავდა... 


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მანანა ფრუიძე  • • •   მანანა ფრუიძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ