არ შეცოდოო, რადგან ცოდვა არისო ფიქრიც, არ იმრუშოო, სიყვარულიც სიძვაა თურმე, რა ვქნა, თუ ვნება გაუხედნავ კვიცივით მიჰქრის და წიხლით მაყრის შენი მხრების დამაჭრულ სურნელს.
მრევლი მორჩილი თავდახრილი ვუჩოქებ პატრონს, ბალიშით ვახრჩობ სინანულის სიყალბეს ღამით და მაინც, მდედრის გაშიშვლებულ სურვილით გნატრობ... |
პოეზიის გვერდი • • • • • • მანანა ფრუიძის პოეზია |