კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 07:28

 

 

 

შენს სუნთქვას ვუსმენ და მეკვრება სუნთქვა წამიერ,

შენი გული ძგერს და ჩემს მკერდში გული ჩერდება,

შენი თვალებით ვიხედები და ვინანიებ,

რომ ვარსებობდი უშენოდ და ბრალად მედება.


სხვის სარეცელზე დაფანტული ყველა სიყალბე,

არარსებული სიყვარულის ყველა პარტია...

მოვინანიებ ახლა ყველა ავხორც სიხარბეს,

მოვინანიებ და თუ ღმერთმაც არ მაპატია,


ამ ერთ ღამესაც გადავუთვლი ღამეთა უფალს,

განსასვენებელს ამოვბლანდავ მუხის ფიცრებით,

ცრემლით ჩავაქრობ ვნებასავით გიზგიზა ბუხარს

და განთიადზე შენს სხეულში გარდავიცვლები...


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მანანა ფრუიძე  • • •   მანანა ფრუიძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ