წუხელ გაწვიმდა და სინესტე გაუჯდა ფიქრებს, შიშველ ოცნებას ხერხემალზე დააკვდა შოლტი, ამოირეცხა გონებიდან სათუო "იქნებ...", ჩამოიჩეხა კვირტნაყარი იმედის ტოტი.
მხარზე უჩუმრად სიყვარულის ნეშტი გავიდე, ღამეს კვეთავდა უძულური კივილის ექო და დაბრუნება არ ეწერათ მზიან ამინდებს.
იდგა ლოდინი, იმედისგან გაურიყავი, მისამძიმრებდა ჭირისუფალს უცნობი ხალხი და მესაფლავე საკუთარი გრძნობის ვიყავი... |
პოეზიის გვერდი • • • • • • მანანა ფრუიძის პოეზია |