კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 07:12

 

 

 

პატარა თოვლის ფიფქის მეშინია,

პატარა ნაპერწკალიც მათბობს,

სამყარო კივილამდე  შეშლილია,

სამყაროს უმეცრება არ თმობს.


იუდას  საცალფეხო ბეწვის ხიდზე

ცხოვრება თავდაყირა  დგება.

ობოლი სიყვარული შევიხიზნე,

მუდმივი წამება და ვნება.


სიცოცხლე უსაშველო ტკივილია,

სიკვდილი  უმეტესად შვება,

სისხლის საუკუნე მიილია,

სულის წაწყმედისა დგება.


მიწა ხორცის გახრწნამ გადარია,

ზეცამ სულის კვდომა იგრძნო,

ღმერთო, შეგავედრებ ადამიანს!

ღმერთო, მომისმინო ვინძლო...


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მანანა ფრუიძე  • • •   მანანა ფრუიძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ