მიყვარდი და არ გიყვარდი, თეთრო გოგო, ფოფინაო, ვარდი ვნახე, ბრიალებდა, სხვისი ვარდი ყოფილაო. ჩიტი ვნახე, წკრიალებდა, სხვისი ჩიტი ყოფილაო, ღელის პირას ცაცხვი ხმება, ნისლზე ჩამოყრდნობილაო... მივედი და მივეფერე, თეთრო გოგო, ფოფინაო. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ნოდარ ადეიშვილის პოეზია |