კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 23 ოქტომბერი 2024 00:57

 

 

 

აქ რომ გუშინ

წისქვილი და ეკლესია ენთო,

სად წავიდა!

რამდენი რამ მაპატიე ღმერთო!


აშლის ზოგჯერ, აშლის სევდა,

მიტოვებულ ზარებს,

მაგრამ ვინღა გამოჭედავს

აწ იმ მზეს და მთვარეს.


მხოლოდ ერთი ეკლის ხეა,

ძველ ადგილს რომ არ თმობს…

ათოვს ჯვარცმის ეკლესიას

და საფლავებს ათოვს.


სადღა არის ის სანთლები,

აქ რომ რწმენას ენთო?!

რამდენი რამ,

რამდენი რამ მაპატიე, ღმერთო.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ნოდარ ადეიშვილი  • • •   ნოდარ ადეიშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ