ის ყოველ ღამე დაეძებდა ტიალ სარდაფებს,
თითქოს ცისმარე დღე შფოთავდა და ითვრებოდა. შთამომავლობა მის ცხოვრებას რას დაიჯერებს, კაცი, რომელიც სულ ღვინოში იფუფქებოდა.
მიწას ურბენდა, დედამიწის უარმყოფელი, არ დაგიდევდა, თუ უკმეხად ედგა დროება, ან თუ სივრცეებს გაყმუოდა წუთისოფელი.
იტყვის: რა კრულვით დაიღუპნენ მამა და შვილი! თან კლდის ნატეხზე მიაწერავს ოდნავ ირიბად: (აქა მარხია ჩვენი ნიკო სამადაშვილი). |
პოეზიის გვერდი • • • • • • ნიკო სამადაშვილის პოეზია |