კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 07:25

 

 

 

ველზე წვიმა ცეკვავდა და 

ყვავილები ტაშს უკრავდნენ. 

ღია იყო კარი ცათა, 

ველს ეხურა წყალთა ბადე.


დაფრინავდა სველი ჩიტი, 

მოჭიკჭიკე ღვთის ფრინველი, 

და იქ ყვავილების ტიტინს 

შეჰხაროდა მთელი ველი.


და წვიმაში იდგა გოგო, 

გოგო იდგა ტირიფივით. 

მოკლე კაბა - როგორც სოკო 

და კისერზე - წვიმის მძივი.


ვის ელოდა, რას ელოდა 

მდუმარე და გარინდული? 

წვიმა ცეკვავდა და ხტოდა, 

თრთოდა, როგორც გოგოს გული.


მერე წვიმამ გადაიღო 

და გოგონა გაჰყვა წვიმას. 

ველზე წვიმის ცეკვა იყო... 

მერე ველმა მოიწყინა.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - დალილა ბედიანიძე  • • •   დალილა ბედიანიძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ