ო, შემოდგომის მთა გაწოლილა, მთა გაწოლილა, თითქოს ვეფხვია. ციდან ჩამოდის ბროლი და ლილა და მთას მზის ცეცხლი შემოეხვია.
ვათვალიერებ ჭაღარა მოყვრებს. ტყის ბილიკებზე გაისმის ჩქამი ტყესაც სურს თავის წარსული მოჰყვეს.
სუფრაზე დახტის ათინათები. მახსოვს, ოდესღაც თავს ჩვენც ვიქებდით, მახსოვს ქეიფით ღამეს ვათევდით.
და სულს ვიბრუნებთ ერთურთის ნახვით და ვარსკვლავები, როგორც ღილები, ცის კაბას სწყდება ვნებით და ზრახვით.
მთა გადაჭრელდა, თითქოს ვეფხვია და გეთხოვებით კვლავ გნახავთ როდის! სული სულს ცაში გადაეხვია. |
პოეზიის გვერდი • • • • • • დალილა ბედიანიძის პოეზია |