ღრუბლებს ხედნის ქარი, ერეკება რაშებს და ფოთოლთა ჯარით ირგვლივ დაპარპაშებს.
მიკიოტი კივის. ტყემ დაიწყო ღელვა და ოხრავს კაცივით.
უღრანებში მივალ. ჩხიკვი იწყებს ქილიკს, ნელსურნელობს თივა.
წითელკაბა სოკო და ველური ვარდი მიწვდის თავის კოკორს.
ტყეს არ უჩანს ბოლო და გზადაგზა მხვდება მოცხარი და ჟოლო.
არა მაქვს იმედი. ქარი გაიჭიმა, ქარი ღრუბლებს ხედნის. |
პოეზიის გვერდი • • • • • • დალილა ბედიანიძის პოეზია |