კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 07:03

 

 

 

ცას ცვარი არ გავარდება 

გვალვაა, გვალვა ისეთი 

და მოიწყინეს ვარდებმა 

ამ მარტოხელა მზის სევდით.


გინატრეთ, წვიმის ღრუბლებო, 

ჰოი, რამდენჯერ გინატრეთ, 

დაკარგულებო, უბრებო, 

სულ სხვაა ელვის სინათლე.


მიწის დამსკდარი ტუჩები 

ცვარ-ნამს ელიან ამაოდ 

და სიცხე გაუყუჩები 

დილიდან თანდათანაობს.


მოწყალე გვექმენ, ელია, 

და მოგვივლინე წვიმები! 

ამ ხვატში სუნთქვაც ძნელია, 

მოგივალთ გაუღიმები.


ამ ჩემს ცხოვრებას თაკარას 

ღმერთო, აშორე მაშ ალი, 

შემასვი წყარო ანკარა 

და დამარწყულე მაშვრალი.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - დალილა ბედიანიძე  • • •   დალილა ბედიანიძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ