კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 05:13

 

 

 

ოჩოკოჩი ბაკუნობს თხის ჩლიქებით, 

ოჩოკოჩს უჭირავს სტვირი. 

იარა, 

იარა, 

დალექა ჩირგვები, 

ახოსთან წაიქცა და ტირის. 

ოჩოკოჩო, 

ჰეი, 

ოჩოკოჩო! 

ჩაჰბერე, 

დაუკარ სტვირი! 

ოჩოკოჩი ხეტიალობს ნაურმალ შარაზე, - 

კაცი ვარო და 

სისხლი მიდუღს, 

მეგრელმა ქალებმა კარები ჩარაზეს 

- დიიდუ! 

ფაცხაში ბავშვებმა უმატეს ტირილს, 

ფაცხაში ვარსკვლავები ცვივა. 

ოჩოკოჩო, ჩაჰბერე, 

დაუკარ სტვირი, 

ცივა... 

ოჩოკოჩი წყევლის 

ღამეებს მთვარიანს, 

სიყვარულით ღარიბს, 

მარტოობას მდიდრულს. 

ოჩოკოჩი ტყეში დადის და 

ოჩოკოჩი მთვრალია, 

დიდუ!


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ნაზი კილასონია  • • •   ნაზი კილასონიას პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ