კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 06:10

 

 

 

შენი სუნთქვა წმინდა სანთლებს აქრობს,

ო, ბაგეო, ლოცვა რისთვის აცხოვლე,

შენ ხარ ჩემი იდუმალი საქმრო,

მე ვარ შენი სევდიანი საცოლე...


ჩვენ ზეცაში გადავიხდით ქორწილს,

რადგან ავცდით აქ, მიწაზე ერთმანეთს,

ჩვენ ზეცაში გადავიხდით ქორწილს,

სადაც ლურჯი ყვავილები ფეთქავენ.


არ გვჭირდება საქორწილო სუფრა,

თოლიებმა ლურჯი ფრთები გაშალეს,

რიჟრაჟისას მადლს შევწირავთ უფალს

და ვარსკვლავნი ჩააქრობენ მაშხალებს...


ჩვენ მეჯვარედ გამოგვყვება მთვარე,

და ღრუბლები გაგვიშლიან სარეცელს,

შენ ხარ ჩემი სულის ნახევარი,

დაგკარგე და... ირემივით დაგეძებ!


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ნაზი კილასონია  • • •   ნაზი კილასონიას პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ