და ვიდრე მართლა მოხვალ ამქვეყნად, ჯერ უნდა მხოლოდ სიზმრებში მდიო. მე სევდიანად გპირდები ახლაც: მოხვალ, სიცოცხლეს გაჩუქებ, გიო!
გიო! ხელები ლოდინით დაჭკნა. შენ უნდა ნახო მზიანი ქართლი. შენ უნდა ნახო მთიანი რაჭა.
შენ უნდა გქონდეს შუბლი მამისა... მე შენს სიცოცხლეს მოვეძალები და გულისკოვზთან თრთოლვით ჩაგისვამ.
რაა მიწიერ ტანჯვის ატანა? არარაობის ქარში ტანტალი კმარა! გეყოფა, ჩემო პატარა...
- ვდგავარ საწუთროს გზებზე, ხარ შვილი - მმართებს მარადის გდიო: თვალებს ვიჩრდილებ, გიხმობ და გეძებ. გიო! გიოო!.. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ნაზი კილასონიას პოეზია |