იმგვარად, როგორც დიდი ხნის წინათ - სველ კრამიტებზე ჩამორბის წვიმა. დგას მწვავე სუნი ქრიზანთემების, ლიანდაგების, ცეცხლის, გემების... ჩემი ლამაზი, ჩემი ბებერი უკანასკნელად ჰქუხს სექტემბერი. უკანასკნელად, უკანასკნელად გახარებული ძარღვი მასკდება. მე აღარ ვდარდობ, აღარ ვეჭვდები, მაქვს ბედნიერი, სველი ბეჭები. ... იმგვარად, როგორც დიდი ხნის წინათ, ბელინსკის ქუჩით ჩამორბის წვიმა, და მიდგას ყურში საყვარელ სიმად: "ახ ნეტავ, ნეტავ არ იყოს წვიმა"... |
პოეზიის გვერდი • • • • • • ნაზი კილასონიას პოეზია |