კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 06:34

 

 

 

ფოთოლმა ფოთოლს რა უთხრა,

სადამდე აფრინდებოდა?

”წინ ცა მომელის, აუ, ცხრა,

შემინდე, გტოვებ მეგობარს.


მაგრად იყავ და მომყევი,

ცა გვერგო ერთი გაფრენა,

ქარები - ჩვენი მოყვრები

არ გვყრიან მიწის საფენად.


ხის ფრთები ამბებს მიწისა

ზეცას ვუყვებით ფრენისას

და მტვრისაგან და ბიწისგან

კვალი არ რჩება ჩვენისად.


თუ ვინმეს მოუსმენია

გაფრენილ ფოთლის სიმღერა...

ვიმღეროთ, ზეცა ჩვენია,

ირგვლივ სიმწვანე იღვრება.


მომყევი, ცაში შევხვდებით,

იქ აგვაცეკვებს ქარიო

და ერთმანეთთან შეხებით

სული ფრენაში დავლიოთ!


ჩემო ლამაზო ფოთოლო, 

უკვე აგვისტოს ოცია.

ქანაობ, ხეო - გოდოლო,

ფოთოლთ გზა დამილოცნია.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - დალილა ბედიანიძე  • • •   დალილა ბედიანიძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ