კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 06:18

 

 

 

ზღვაო, ჩურჩულით მითხარი,

რომ შენც მელოდი ძალიან,

ღრუბელს რქას აჰკრავს მზის ხარი

და წვიმა - პატარძალია.


ზღვაო, დამახრჩვე ალერსით

და მომეხვიე ტალღებით.

სხივი მჭირს კლდეზე ნალესი,

მზე დადის წითელ წაღებით.


ზღვაო, ეგ შენი სინაზე

ათას უფლისწულს ეყოფა.

გეხვევი მტრების ჯინაზე

ჩემს უღალატო მეგობარს.


ვკეკლუცობ მე შენს სარკეში

და თავს გაწონებ ოცნებით

და ტალღებს, ჩემზე დაგეშილს

მეც ვეგებები კოცნებით.


ზღვაო, ნუმც განმეშორები,

შენი მზე ნატვრისთვალია.

ყოველთვის მემახსოვრები -

ზღვაო, მიყვარხარ ძალიან.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - დალილა ბედიანიძე  • • •   დალილა ბედიანიძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ