ო, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, თორემ... არ გვიფრთხილდება არც ერთს ცხოვრება, იმას გავწირავთ და იმას ვტოვებთ, ვინც არასოდეს მიგვატოვებდა.
ცხოვრება მიდის, როგორც "მზე შინა", თორემ ერთხელაც ის ქალიც წავა, რომელიც ქვეყნად ყველას გერჩივნა.
სანამ გვამშვენებს ეშხი და რიხი, არ დაბრუნდება, არ დაბრუნდება წამი, რომელიც სიცოცხლედ გვიღირს.
ის, რითაც გული კვდება და ფეთქავს, სწორედ ის სიტყვა არ დაბრუნდება, რომელიც ალბათ არ უნდა გვეთქვა...
არ გვიფრთხილდება თვითონ ცხოვრება, სწორედ მას ვტოვებთ, სწორედ მას ვკარგავთ, ვინც არასოდეს მიგვატოვებდა... |
პოეზიის გვერდი • • • • • • დალილა ბედიანიძის პოეზია |