ჩვენი სულები, როგორც მტრედები, ცისაკენ ერთად მიდიან ახლა. არ დაგვაშოროთ, თქვენ გევედრებით, ვინ უწყის ერთმანეთს როდისღა ვნახავთ!
მხოლოდ სანაცვლოდ - ხელს თუ გვიწვდიდა და ჩვენ დღითი დღე და ცოტა-ცოტა ვიპარებოდით დედამიწიდან.
და მაინც ვრჩებით ისე უცვლელი, რომ ერთმანეთი თუ ვერ ვიცანით, თვითონ იცნობენ ჩვენი სულები.
გავჩუმდით, სხვებთან სიტყვაულევი და როცა ვდუმდით, ლაპარაკობდნენ მონატრებული ჩვენი სულები.
ერთმანეთისთვის დაკარგულები და რაც ერთმანეთს ვერ ვაპატიეთ, აპატიებენ ჩვენი სულები.
თქვენ, ვინც აქამდე ჩვენ გზებს გვიცვლიდა! სულ ერთი წამით ჩვენ ვართ მტრედები, გამოპარული დედამიწიდან. |
პოეზიის გვერდი • • • • • • დალილა ბედიანიძის პოეზია |