კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 07:00

 

 

 

შენი ხელები - ჩემს სხეულზე,

როგორც აწყობილ გიტარაზე.

და  მელოდია,

რომელიც აღარ განმეორდება.

ყოველ შეხებაზე მდუღარე მზე მეღვრება სხეულში

და ძარღვებს მიწვავს

და წამლეკავს წმინდა ცეცხლის მიქცევ-მოქცევა.

ქარის ფლეიტა უერთდება ამ მელოდიას.

მუსიკით სავსე არის ოთახი,

მუსიკით სავსე არის სამყარო,

და ეს მუსიკა არ შეწყდება,

სანამ ერთმანეთს  ასე ვეხვევით.

ღვთაებრივია ეს მელოდია,

რომელსაც უკრავ ჩემს სხეულზე

და როდესაც დავბერდებით

და დაცხრება ჩვენი ვნებები,

ამ მელოდიით გამოგიხმობ წარსულიდან,

ეს მელოდია იქნება ჩემი უკანასკნელი ამოსუნთქვა,

წინ გამიძღვება იმ გრძელ გზაზე,

რომლითაც მხოლოდ მიდიან და არ ბრუნდებიან.

უკრავ გიტარაზე - ჩემს მორჩილ სხეულზე.

ვუსმენ.

ვუსმენ ამ მელოდიას

და სადაცაა,

შენში ისე დავინთქმები,

ვით  ზღვაში გემი,

შტორმისაგან გზააბნეული,

ან  დაგაკვდები,

როგორც ია აკვდება მიწას ნაგაზაფხულევს.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - დალილა ბედიანიძე  • • •   დალილა ბედიანიძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ