ო, სიყვარულო, ეს შენ ხარ მხოლოდ ჩემი სასჯელი და ჩემი ჯილდო. გინდ შენმა ძალამ გადამიყოლოს, მაინც მსურს შენით ზიზღს შევეჭიდო.
მე ვყვავი ისე, ვით ყვავის ცეცხლი. შენ ხარ ზვავი და შენ ხარ მეწყერი, ფრთები არწივის და ფრთები მერცხლის.
მხოლოდ შენით მაქვს ბედნიერება. ირგვლივ ბრძოლაა, ყაყანი ბაზრის, მე კი მივდივარ და მემღერება.
და სილამაზე მეძლევა შენით. რაც უნდა მტანჯო, რაც უნდა მგვემო, ბედნიერი ვარ მაგ განაჩენით.
ჩემი ამბავი დარჩება ზღაპრად, როს დამელევა სიცოცხლის წყარო და შორ კუნძულზე გამრიყავს აფრა. |
პოეზიის გვერდი • • • • • • დალილა ბედიანიძის პოეზია |