კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 06:21

 

 

 

წერამ ამიტანა და

განუწყვეტლივ ვწერ.

ვარ უსუფრო თამადა,

მიცავს ლექსის წრე.


და სიტყვებზე ვნადირობ,

მახედ ვუგებ სულს,

რათა გავინამდვილო,

რაც ოცნებას სურს.


ვარსკვლავებით ლექსებით

დაყურსულა ცა.

ვუყურებ და ვეგზნები

ღმერთმა გზა მომცა.


ცოდვილ დედამიწაზე

განა დიდხანს ვართ

და ლექსებს ვწერთ ვინც ასე,

გველის ზეცა რვა.


სულის საცხონებელი,

ყურმოჭრილი ყმა,

სიტყვა ბრუნავს ბებერი,

ისმის გულის ხმა.


მინდა, კვალი დავტოვო,

მივაბიჯებ ვწერ.

ღმერთო, ჩემო პატრონო,

ნუ წამიყვან ჯერ!


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - დალილა ბედიანიძე  • • •   დალილა ბედიანიძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ