დუმს ბუხართან ბრძნულად ჩემი მოფილოსოფოსო ფისო! იზმორება: ამინდია ლოთობის და ბოზობისო!
მოფილოსოფოსო ფისო კნავის, თითქო უნდა „ბისზე” გამომიხმოს: „ბის” და „ბისო!
უფრო სწორად მართლა ცუდი: საჭიროა პალტო, კაშნე, წინდა, ბათინკა და ქუდი...
მთლად მსოფლიო დამაფიცო! თავს მიქნევს და თანამიგრძნობს ნებიერი დამა ფისო!
უეშმაკო და უბიწო დუმს კერასთან ბრძნულად ჩემი მოფილოსოფოსო ფისო... |
პოეზიის გვერდი • • • • • • ტარიელ ჭანტურიას პოეზია |