მე მიყვარს დილა, როცა ფანჯრებში შემოვა მზე და მერცხლის გალობა, როცა მახარებს სიცოცხლის გრძნობა და თვით სიკვდილის გარდუვალობა.
შემოვა მზე და მერცხლის გალობა.
გადაეფრქვევა მეტეხის კარებს, ნარიყალაზე კრწანისი გმირნი თითქოს ასწევენ სისხლიან ფარებს.
გადაეფრქვევა მეტეხის კარებს.
მტრედების გუნდი დააფრინდება, როდესაც მტკვარი გახდება ლურჯი და როგორც ცრემლი დაიწმინდება...
სიონს მტრედების გუნდი დააფრინდება
რომელსაც ჰქვია მიწა ქართული! მიყვარს ქართველი დინჯი ვაჟკაცი - ქედმოუხრელი და გამართული.
რომელსაც ჰქვია მიწა ქართული!
ამღერებული უკვდავი სული! მისი გმირული დიადი აწმყო მისი დიდება, მისი წარსული.
ამღერებული უკვდავი სული!
რამ შემაყვარა მშობელი მხარე?! რისთვის ჩამედგა პოეტის გული და ქართულ ლექსით რათ გავიხარე!
რამ შემაყვარა მშობელი მხარე?!
ანდა სიცოცხლე დამშურებია?! განა ოდესმე ბედს ვუჩიოდი?! განა ოდესმე დავმდურებივარ?!
ანდა სიცოცხლე დამშურებია?!
და ვერ ვიხილავ მის მთებს და ჭალებს? მინდვრის ყვავილში ან ხის ფოთოლში ოდესმე მაინც გავახელ თვალებს.
და ვერ ვიხილავ მის მთებს და ჭალებს?
შენ მომასვენებ და დამაძინებ თვით შენი მიწა, იქნება თბილი მე ის არასდროს, არ დამაძინებს
შენ მომასვენებ და დამაძინებ.
შემოვა მზე და მერცხლის გალობა, როცა მახარებს სიცოცხლის გრძნობა და თვით სიკვდილის გარდუვალობა...
შემოვა მზე და მერცხლის გალობა! |
პოეზიის გვერდი • • • • • • კოლაუ ნადირაძის პოეზია |