კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 05 თებერვალი 2025 18:51

 

 

 

შემოღამდება, ბნელ ცაზე

ვარსკვლავნი გამოჩნდებიან,

მათ შორის ცეცხლის ვარდებად

ვაჟას სიტყვები სხდებიან.


ვხედავ ანთებულ სტრიქონებს,

ბრწყინავენ გაუმქრალები:

დღემ დაიხურა პირბადე,

მთებმა დახუჭეს თვალები.


ხევებს დუმილი მოიცავს,

მწვერვალზე ნისლი გროვდება.

მთებს რომ გავხედავ, ფშაველის.

ნათქვამი მომაგონდება.


ყურში მისი ხმა ჩამწვდება,

გულში ჩამიწვენს მთვარესა:

"მთანი თავჩაჩქნიანები

ფიქრს მისცემიან მწარესა.


მთვარის ამოსვლა დაიწყო,

აელვარება ღრუბლისა

"გადაეფინა სამყაროს

ლოცვა-კურთხევა უფლისა".


ესეც ხომ მისი ხმა არის,

მისი სიტყვების ნათება

ვაჟას ქართულის ნაშუქი

ვარსკვლავებს ეკამათება.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ალექსანდრე აბაშელი  • • •   ალექსანდრე აბაშელის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ