კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 06 თებერვალი 2025 00:35

 

 

 

საით მიილტვი, სულო, დაიცა,

სულო მბორგავო, შესდექ!

ცხრა კართაგენი თუნდაც დაეცეს,

უნდა ელოდო შემდეგს.


სულო, გასდიე სალი კლდის არწივს,

ლაჟვარდში შვება იცან,

ვარსკვლავთა წალკოტს ოცნებით ასწვდი

და ეამბორე მიწას.


აუწყვეტია კლდეთით პრომეთეს,

დამცხრალა მთებში ზვავი,

ადევნებიხარ ცაში კომეტებს

ზევსთან შეკრული ზავით.


სჭვრეტ მეუფებას ოქროს ტახტიანს,

მნათობთა ბადეს გაშლილს,

განგებას შენთვის დაურახტია

ცეცხლის მფრქვეველი რაში.


ჰა, გარიჟრაჟმა ცეცხლი დაგინთო,

აღდგომა კვირის დამდეგს,

ხამს, სინანულის ზღვაში ჩაყვინთო,

მოკვდი და მკვდრეთით აღსდექ!


რა უკვდავების ქნარით გვიგალობ,

ეს რა სამკვიდრო გერგო,

ბოროტებასთან შეურიგალო

მარადისობის ნერგო.


სად მიისწრაფი, სულო, დაიცა,

სულო მბორგავო, შესდექ!

წმინდა ლაჟვარდიც უნდა გაიცრას,

რომ მიემთხვიოს ედემს.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მერაბ კოსტავა  • • •   მერაბ კოსტავას პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ