რაც უფრო შორს ხარ - მით უფრო ვტკბები! მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი. ხელუხლებელი - როგორც მზის სხივი, მიუწვდომელი - როგორც ედემი.
მე დღეს არ ვნაღვლობ, დაე, ვცდებოდე! ავადმყოფ გულს სურს, რომ მას ოცნების თეთრ ანგელოზად ევლინებოდე.
ცრემლით აივსოს ზღვა-საწყაული - ოღონდ მჯეროდეს მე ჩემი ბოდვა და სიყვარულის დღესასწაული. |
პოეზიის გვერდი • • • • • • გალაკტიონ ტაბიძის პოეზია |