მსურს დაგიტოვო უნარი ხილვის, მარადიული წვის და დუღილის... ზამთარი - თავის თოვლით და ყინვით, ზაფხული - თავის ჭექა ქუხილით.
და სიხარულის განცდის უნარიც... სოფელი - სავსე მამლის ყივილით, ქალაქი - კედლებს შორის მბრუნავი.
დღესა და ღამეს-ძილსა და ღვიძილს - განთქმულს სიკეთით, სიწმინდით, ღვაწლით, როგორც ქურდობით, კვლითა და სიძვით.
ჩემს მოლოდინში დღემდე რომ ტირის. დანარჩენს ალბათ ნახავ თვითონვე: ნაცარს დამწვარი ჩიტის და სტვირის.
თავზე რომ ედგა ჩემს ხრიოკ მინდვრებს... და თუ ანდერძი კაცს მართლა არ კლავს, ჯერ ნურც შენ მომკლავ... მამყოფე კიდევ. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |