კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 21 სექტემბერი 2024 03:50

 

მთარგმნელი: ალექსანდრე ელერდაშვილი

 

მოდი, მე შენი სიყვარულით ხელად ვიქეცი,

ქალაქი ვიყავ და უდაბურ ველად ვიქეცი.

მე სიყვარულმა მომაშორა სახლსა და ოჯახს

და სიყვარულის მსახურად და მხევლად ვიქეცი.

არ ვიტყვი, რარიგ უღონო და უძლური ვიყავ,

შენ რომ გიხილე, ძალით მთათა მძვრელად ვიქეცი.

შენმა სულმა რომ ჩემს სხეულში შემოაშუქა,

ჩემსას დავეხსენ, შენი სულის მცველად ვიქეცი.

მე დღედაღამე სიყვარულის ზღაპრები მესმის

და მეც ზღაპრად და ამ ზღაპრების მთქმელად ვიქეცი.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ჯალალ ედ-დინ რუმი  • • •    ჯალალ ედ-დინ რუმის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ