მარეკები შლიდნენ ბანაკს, ქარი ჩამიჩუმით ქროდა, ვიწექ, რომელიღაც ბალახს უცბად - ქალის სუნი ჰქონდა.
თითქოს პაპაჩემი ცხონდა - ათას სურნელოვან შვავში ბალახს - ქალის სუნი ჰქონდა.
ლალის, - ცისფრის ანუ თეთრის, - სუნი - საზოგადოდ ქალის, სუნი - საზოგადოდ მდედრის…
სიკვდილს - შენ მაცოცხლო ვინძლო, სანამ ვიცნო ეგ სურნელი, სანამ ეგ სურნელი ვიგრძნო! |
პოეზიის გვერდი • • • • • • მურმან ლებანიძის პოეზია |