კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 14:26

 

 

 

ყვავილებში დაგეძებდი,

გულმა იას გადარა,

ყვავილებში დამეკარგე,

იასავით პატარა!


არ გინახავს ცისფერთვალა? -

ვეკითხები ნაკადულს,

წითელკაბა ყაყაჩოებს

ენძელებში ჩახატულს.


როცა მინდვრის ყვავილებში

შეხვალ დამემალები,

ცას შევხარი - ცა მიცქერის

შენი ფერის თვალებით.


ცა ღიმილით მეგებება,

იხსნის ნისლის აბრეშუმს,

ვარსკვლავიან მკერდს მაჩვენებს

მისი ბედი არა მშურს.


რადგან ვიცი ამ ვარსკვლავზე

უფრო მეტი დიდება

მალე ჩემი ცისფერთვალას

მკერდზე ამობრწყინდება.


დაგეძებდი, დაგეძებდი,

გულმა იას გადარა,

ყვავილებში ძლივს გიპოვე

იასავით პატარა.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - პეტრე გრუზინსკი  • • •   პეტრე გრუზინსკის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ