კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 06 თებერვალი 2025 06:12

 

 

 

ღრუბლის ტახტრევნით მთვარე მიჰყავდათ 

ქარებს,

თითქოსდა წილი იყარეს,

ჩვენ არ გვინდოდა და... შეგვიყვარდა,

ჩვენ გვინდოდა და... არ შეგვიყვარეს.


იდგა აპრილი და ქუჩას ფერადს

შვენოდა ვარდი თოთო, უცადი,

ჩამოივლიდი და მამრთა მზერას

ნაუცბათევად გადაფურცლავდი.


მახსოვს, სოსნისფრად მბრწყინავი ზეცა,

როგორ გვაყრიდა ბროლსა და საფირს

და სიყვარული,

სულზე რომ გვეცვა, -

ნაქსოვი ფშაურ ნაჭრელას ძაფით.


იგონებს გული დღით თუ ღამიან

იმ დროს,

წლებმა რომ სევდით მინამეს,

როცა ვცოდეთ და... არ გვინანია,

რომ არ ვცოდეთ და... მაინც ვინანეთ.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - მანანა ჩიტიშვილი  • • •   მანანა ჩიტიშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ