რა უგუნურად დამკარგე, განა - ღვთით, შენის ნებითა, ცალ-ცალკე გავლევთ საწუთროს, ცალ-ცალად ჩამოვდნებითა. შენზედ ძვირს მაინც ვერ ვიტყვი, არც ბაგეს დავღლი ქებითა, აღარც საითმე მოგივალ, არც დაგლევ დალოდებითა. გადაივლიან ღრუბლები ცორვებით, ნება-ნებითა, გადასცდებიან საბადურს უცხო, უშქარი გზებითა, ხვალზეით სულეთს წასულნი, ნეტა სად შევიყრებითა. |
პოეზიის გვერდი • • • • • • მანანა ჩიტიშვილის პოეზია |